საქონლის უპირობოდ დაბრუნების პირობები

მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს საქონელი, მისი მფლობელობაში მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.

ამ ვადის გასვლასთან ერთად, მომხმარებელი კარგავს ნივთის უპირობოდ უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.

Peach Store Tbilisi თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელი ნივთის უკან წაღებას თბილისის ტერიტორიაზე 2 სამუშაო დღეში, დიდი და პატარა რეგიონების შემთხვევაში ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან 5 სამუშაო დღეში.


როგორ უნდა დავაფიქსირო მოთხოვნა პროდუქტის დაბრუნებაზე?



- შეგიძლიათ განაცხადოთ მოთხოვნა წერილობითი სახით info@peachstoretbilisi.com -ის გუნდისათვის ელექტრონულ მეილზე ეტყობინების გაგზავნის გზით,

- თუ გსურთ პროდუქტის დაბრუნება, საჭიროა პროდუქტს ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საგარანტიო ფურცელი, ტექნიკური პასპორტი, ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის დაუზიანებელი ყუთი (არ იგულისხმება ყუთის გახსნა), აქსესუარები და სხვა.

- თუ პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია წინამდებარე დოკუმენტში მითითებული საგამონაკლისო რომელიმე საფუძვლის გამო, აღნიშნულთან დაკავშირებით გეცნობებათ Peach Store Tbilisi-ის მიერ შეტყობინების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში და ნივთი დაგიბრუნდებათ უკან.



- Peach Store Tbilisis-ის წარმომადგენლები განაცხადის მიღებიდან მაქსიმუმ 48 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებიან ნივთის დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით.

- თუ პროდუქტი ექვემდებარება უპირობოდ დაბრუნებას, თანხის ანაზღაურება მოხდება შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 14 სამუშაო დღეში.

- თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.


უპირობოდ დაბრუნებას არ ექვემდებარება საქონელი, თუ:

- პროდუქტს არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და/ან დოკუმენტი.

- მომხმარებლის მიერ დაზიანებულია შეფუთვა (ყუთი, პარკი, ლუქი), რომლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა შეუძლებელია (არ იგულისხმება შეფუთვის გახსნა).

- ნივთი დაზიანებულია


პროდუქტის ჩაუბარებლობის შედეგი


იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ბრალეულობით ვერ განხორციელდა საკურიერო კომპანიის მხრიდან Peach Store Tbilisi-ის პლატფორმაზე შეძენილი პროდუქციის ჩაბარება მის მიერ მითითებულ დროს/მისამართზე, Peach Store Tbilisi-ის გუნდი გონივრულ ვადაში განმეორებით დაუკავშირდება მომხმარებელს და დააზუსტებს პროდუქციის ჩაბარებისათვის სასურველ დროს/მისამართს. თუ მომხმარებლის ბრალეულობით განმეორებით ვერ მოხდება მასთან დაკავშირება ან მომხმარებლისათვის შეძენილი პროდუქციის განმეორებით ჩაბარება მომხმარებლის მიერ სასურველი დროის მონაკვეთში/მისამართზე, Peach Store Tbilisi იტოვებს უფლებას გააუქმოს შეკვეთა ამგვარი შეკვეთის განხორციელებიდან 10 (ათი) დღის შემდეგ და დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა მისი გაუქმებიდან არაუვიანეს 10 (ათი) დღისა.




დაგვიკავშირდით

საიდენტიფიკაციო ნომერი: 426551475  საფირმო სახელწოდება: Peach Store Tbilisi LLC

info@peachstoretbilisi.com

+995 599 09 68 93